ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა რკინამ ავტომანქანა დააზიანა

ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა რკინამ ეზოში მდგომი ავტომანქანის საქარე შუშა დააზიანა.

როგორც “ბათუმელებს” ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა, ამ მშენებლობიდან ყოველდღიურად იყრება სამშენებლო ნარჩენები, რაც მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

ამასთანავე, აღნიშნულ მშენებლობაზე, უსაფრთხოების ზომების დარღვევა,  მიმდინარე წლის 10 იანვარს, დააფიქსირა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ.

ბათუმის მერიის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი მანჯგალაძის განმარტებით,  დარღვევის შესახებ ინფორმაცია მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადაუგზავნა.

ბათუმის მერიის პრესცენტრის ცნობით, ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია „ლუქსორი“ 2018 წლის ნოემბერსა და 2019 წლის იანვარში 500-500 ლარით დააჯარიმა.

იტვირთბა....