მთავარი ციტატა

“დავით ერაძეზე თავდასხმა უკავშირდება მის სკანდალურ რეპორტაჟს ე.წ. მოჭიდავეების საქმესთან დაკავშირებით”

ჩვენ გავერკვევით დეტალებში. პირველადი ანალიზით, ეს არის თავდასხმა იმიტომ, რომ მუქარებიც იყო, ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის შეიარაღებული თავდასხმა ჟურნალისტზე და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის გამო. მივმართავ საქართველოს პროკურატურასაც და შს მინისტრსაც, ჯერ ერთი, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს საქმე და მეორე, ასეთია მათ მიერ წახალისებული მოძალადეები, რომლებიც 5 ათას ლარიანი გირაოთი დადიან გარეთ და ახდენენ ორგანიზებას უკვე ჟურნალისტებზე თავდასხმისა. მე წინასწარ ვერავის დავადანაშაულებ, მაგრამ აბსოლუტურად ცხადია პირადად ჩემთვის, რომ დავით ერაძეზე თავდასხმა უკავშირდება მის სკანდალურ რეპორტაჟს ე.წ. მოჭიდავეების საქმესთან დაკავშირებით. უმკაცრესი იქნება ჩვენი რეაგირება, ყველა სამართალდამცავ ორგანოს მოვუწოდებ, იყოს ადეკვატური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადავა მთლიანად მათი პასუხისმგებლობის სფეროში

ნიკა გვარამია

იტვირთბა....