სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა, კარგია რომ დასრულა ვაკის პარკის საგა, მაგრამ კალაძეს უნდა თავი გმირად წარმოაჩინოს
ელისაშვილის თქმით, კალაძეს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაუქმება მარტივად შეეძლო და ეს აქამდე უნდა გაეკეთებინა.
„გულწრფელად ვიტყვი, რომ კარგია საბოლოოდ ვაკის პარკის საგა დასრულდა და რომ რესტორან „ბუდაპეშტის“ ადგილზე ის უშველებელი კორპუსი არ აშენდება. თუმცა, კალაძეს შეეძლო ეს გაეკეთებინა არჩევნებიდან მეორე დღეს. ეს დრამა შექმნა თვითონ, თითქოს კალაძე სამოქალაქო აქტივისტებს მოუწოდებდა გვერდში დგომისკენ. ზუსტად ნახევარი წუთი და კალმის მოძრაობა იყო საჭირო, რომ ეს ნებართვა გაეუქმებინა, მაგრამ აქამდე მიიყვანა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.