ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

„საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს“. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ცნობით, დაკავებული 1962 წელს დაბადებული გია უშანგის ძე ფარულავაა და ის ტყვარჩელის (ყოფილი გალის) რაიონის სოფელ წარჩეს მცხოვრებია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, მამაკაცს იარაღი უპოვეს და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი წარჩის სკოლაში სამხედრო მომზადების მასწავლებელია.

იტვირთბა....