ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქმეები, რომელიც გიგი უგულავამ ჩრდილში გააკეთა, სააშკარაოზე გამოვიდა” – თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის საქმეები, რომელიც უგულავამ ჩრდილში გააკეთა, სააშკარაოზე გამოვიდა.

თალაკვაძე თბილისის მერს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

„მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის კახა კალაძის ბრიფინგს და მინდა მივესალმო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. მინდა გავიხსენო 2 დღის წინანდელი კომენტარი, რომელიც გიგი უგულავამ გააკეთა. მან თქვა, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან კალაძეო. როგორც ჩანს, გიგი უგულავას ჩრდილში გაკეთებული საქმეები, ცხოვრებამ გამოიტანა მზეზე და ბევრი პრობლემები, რომელიც მის არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, დღეს არის კახა კალაძის მოსაგვარებელი. კალაძემ შეძლო და ეს რთული საკითხი, სადაც იკვეთებოდა ინვესტორის ინტერესები, საკუთრების უფლებრივი საკითხები, მწვანე გარემოს დაცვის თემა და ბიზნესსა და მერიას შორის ურთიერთობა, წარმატებით მოაგვარა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმის და ლიდერობის მაგალითი მისცეს მერმა საზოგადოებას. იყო დიდი სკეპტიციზმი ამ საკითხზე წინასწარ, მაგრამ კალაძემ შეძლო, რომ ყველა ინტერესი თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახასენებთ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....