“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დღესაც გაგრძელდება.
როგორც მათ, ჟურნალისტებთან საუბრისას, გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნეს, მათი მსჯელობის ძირითადი თემა მოსამართლეობის კანიდადატების საკითხი იყო.
მათივე ინფორმაციით, დღს იმ კრიტერიუმების შესახებ ისაუბრებენ, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობის კანდიდატებს ხელახლა შეარჩევენ.
„მიმდინარე განხილვებში ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის მაქსიმალურად კონსენსუსისკენ მიმართული. აღნიშნული შეხვედრები არის უაღრესად მნიშვნელოვანი გუნდის გაერთიანებისთვის და განსხვავებული პოზიციების დაახლოებისთვის”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შეხვედრას დღესაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.