ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კობახიძემ გადაწვიტა დაბადების დღეზე ძმაკაცები დაპატიჟოს, იქ კი მე და ნაზი ჯანეზაშვილს დაგვიძახოს”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე არასამთავრობო სექტორის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარის თქმას ეხმაურება.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება მნიშნველობა, თუ ეს საზოგადოებრივად უმწვავესი თემა განიხილება ღიად და ყველას ეცოდინება, რა კრიტერიუმებით დაპატიჟეს იქ მოსამართლეები.

„მე მეჩვენება, რომ ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, დაპატიჟოს თავისი ძმაკაცები თავის დაბადების დღეზე და დაგვიძახოს იქ მე და ნაზი ჯანეზაშვილს. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას მნიშვნელობა ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საზოგადოებრივად უმწვავესი თემა განიხილება ღიად, თუ ჩვენ გვეცოდინება, რა კრიტერიუმებით დაპატიჟეს იქ მოსამართლეები. მაგალითად, დაპატიჟეს ე.წ. შავი სიის მოსამართლეები და არ დაპატიჟეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. რა წესით მივიღებთ გადაწყვეტილებებს? თუ ირაკლი კობახიძემ უბრალოდ უნდა ილაპარაკოს, მონოლოგები წაგვიკითხოს და თავში გვიკაკუნოს, როგორც ამას ხშირად აკეთებს? ყველა ამ პირობების ახსნის და დასაბუთების შემთხვევაში ჩვენ გადავწყვეტთ, ღირს თუ არა ამ შეხვედრაზე მისვლა, თუ ეს არის უბრალოდ საკუთარ ძმაკაცებთან ერთად დაბადების დღეზე ჩვენი დაპატიჟება, რაც მხოლოდ და მხოლოდ დროის კარგვა იქნება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარი თქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და პარლამენტს მიმართა, არსებითად გადაიხედოს შექმნილი ფორმატი და ჯგუფის შემადგენლობა.

იტვირთბა....