პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერზე” წერს, რომ საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებს.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ ვენესუელას ასამბლეა გარდამავალ მთავრობას შექმნის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადება და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს. საქართველო მხარს უჭერს ვენესუელას მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში“ – აცხადებს მამუკა ბახტაძე .
როგორც ცნობილია, გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.