ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს ადასტურებს, რომ ქართველი სამართალდამცველები ჯეკ შეპარდს 11 დღე ეძებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ქართველი სამართალდამცველები ჯეკ შეპარდს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

განცხადება ძალოვანმა უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც გაირკვა რომ მამაკაცი, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია უკვე სამი წელია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებს “კურიერმა” ქართველ სამართალდამცველებზე ადრე იპოვა.

შეგახსენდა, რომ შეპარდის ბრიტანულმა სასამართლომ დაუსწრებლად 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება უბედურ შემთხვევას, როდესაც კატერით სეირნობის დროს, რომელიც ამობრუნდა შეპარდის შეყვარებული გარდაიცვალა. ბრიტანული სკოტლანდ იარდის მიერ გავრცელებული ვერსიით, ის კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

იტვირთბა....