“ქუჩაში გამვლელმა ჩემთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა, ძალიან აგდებული ტონით მკითხეს გადავდგები თუ არა, რაზედაც ვუპასუხე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას. ამის შემდეგ მითხრეს: “ცოტა ხანი გიყურებთ კიდევ და თუ არ გადადგები შენ მეგობარ მოსამართლეებთან ერთად, ოჯახებიანათ გადაგასახლებთ! მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: 1. ასეთი მუქარებით ვერავინ ვერ შემაშინებს! გადადგომას და არსად წასვლას არ ვაპირებ! 2. ამ მუქარის ფაქტზე და ასევე, ჩემსა და სხვა მოსამართლეების და მათი ოჯახების მიმართ მოსალოდნელი ძალადობის, შეურაცხყოფის და მსგავსი ხასიათის ფაქტებზე და ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება: – ეკა გიგაურს; – სულხან სალაძეს; – გიორგი მშვენიერაძეს; – სოფო ვერძეულს; – ანა დოლიძეს; – ნაზიბროლა ჯანეზაშვილს; – ეკა ბესელიას; – ლევან გოგოჩაიშვილს; – გედევან ფოფხაძეს; – ლევან კობერიძეს; – დავით ჭიჭინაძეს; – გია ხუხაშვილს; 3. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ეს როგორმე მართლა შეეხოს, მაშინ მე ვიცი რას გავაკეთებ… მინდა მივმართო, ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას, აღმასრულებელ ხელისუფლებას! მინდა მივმართო ჩვენ საეართაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს! მინდა მივმართო საღად მოაზროვნე ყველა პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს! ბატონებო და ქალბატონებო! ამ ხალხის მოწოდებებმა ძალიან სახიფათო და საშიში პროცესები გამოიწვია!!! უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილეს მისამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! პრაქტიკულად ხალხს მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!!! ნუ ხართ ამ უკანონობის და უპასუხისმგებლობის პასიური მაყურებლის როლში!!! რას ელოდებით, სანამ მათი მოწოდებების შედეგად ქუჩებში დახოცვას დაგვიწყებენ?“
სერგო მეთოფიშვილი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი