ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

კახა ბექაური – “ბილაინს” ბაზრიდან გასვლა აქვს გადაწყვეტილი

პრინციპში, “ბილაინს” ბაზრიდან გასვლა აქვს გადაწყვეტილი, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

ბექაურის განცხადებით, “ბილაინს” გარკვეულწილად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და ისიც ყიდის ბიზნესს.

“ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ სფეროში დასუსტდა კონკურენცია, იცით რომ “თელია სონერა” გავიდა ბაზრიდან, ამის მერე  “სილქნეტმა” შეისყიდა “ჯეოსელი”.

მესამე კომპანიას, „ბილაინს“ არ ჰქონდა 4G სიხშირე და ამ ორ კომპანიას კონკურენციას ვერ უწევდა, მაგრამ კომისიის ახალმა შემადგენლობამ მათ 800-იანი სიხშირე მივეცით, მეოთხე თაობის განვითარება შეძლეს. მიუხედავად ამისა, მათ საქართველო მაინც გარკვეულ საექსპერიმენტო ბაზრად ჰქონდათ და პრინციპში, „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ბაზრიდან გასვლა. ამ ბიზნესს ისიც ყიდის. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში კომპანია არ ვითარდება, რომ კონკურენციაში მძაფრად ჩაერთოს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

იტვირთბა....