aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი გადაარჩინეს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი ამოიყვანეს. როგორც ჩანს, ძაღლმა მდინარის დამშრალ ნაპირამდე მიაღწია, ან დინებამ გამორიყა.

“მაშველებმა ის რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. გადარჩენილი ჰასკი თავს კარგად გრძნობს და პატრონს თავშესაფარში ელოდება.

ძაღლი არ არის იდენტიფიცირებული – არის ძუ, 3-4 წლის, უკეთია ყავისფერი საყელური.

პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე – 577958555″, – ნათქვამია განცხადებაში.

 

https://www.facebook.com/AdminAMA/videos/2285369668415426/

იტვირთბა....