აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამაზე უკეთესი გოლფის მოთამაშეა და მას კვების ჩვევებიც დაუწუნა.
როგორც გამოცემა OK! Magazine წერს, 27 ოქტომბერს, რესპუბლიკელების მხარდამჭერებთან შეხვედრისას, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი ყოფილი ექიმის, რონი ჯექსონის შესახებ ამბავი. მისი მტკიცებით, ჯექსონს ჰკითხეს, სამი პრეზიდენტიდან ვინ იყო ყველაზე ჯანმრთელი. ტრამპის მონაყოლის თანახმად, ექიმმა უპასუხა, რომ ყველაზე ჯანმრთელი დონალდ ტრამპი იყო.
„უდავოდ, ყველაზე ჯანმრთელი პრეზიდენტი დონალდ ჯეი ტრამპია“, – ციტირებდა აშშ-ის პრეზიდენტი ექიმის სავარაუდო პასუხს.
ტრამპმა შემდეგ დაამატა, რომ ობამაზე უკეთესი გოლფის მოთამაშეც არის.
რონი ჯექსონი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში 2013 წელს დაინიშნა პრეზიდენტის მთავარ ექიმად, მოგვიანებით კი დონალდ ტრამპის ექიმიც იყო. ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში ის თეთრი სახლის სამედიცინო სამსახურში მუშაობდა, თუმცა ბუშის პირადი ექიმი არ ყოფილა.

