რუსებმა ჩერნიგოვის ცენტრს დაარტყეს, რის შედეგადაც, ორი 15 წლის გოგონა დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსული ძალების მიერ ჩერნიგოვის ცენტრში განხორციელებული დარტყმის შედეგად, 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი.
დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 10 თვის ბავშვია.
რუსების თავდასხმის შედეგად მაღაზიები, საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

