ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ვიცავ ვაკის პარკს” – 27 იანვარს ვაკის პარკის დასაცავად მერიიდან ინვესტორის ოფისამდე ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება

კვირას, 27 იანვარს, 15 საათზე, სპორტის სასახლესთან სამოქალაქო აქტივისტები ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავენ. აქციის ორგანიზატორი პარტიზანული მებაღეობაა. ისინი ამ ფორმით ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ.

“თითოეულ ჩვენგანს ეძლევა შანსი, რომ ერთ ჯაჭვად ვაქციოთ ტერიტორია ინვესტორის ოფისიდან მერიამდე. ორივეს ვუთხრათ, რომ ამ ქალაქში გადაწყვეტილებას იღებს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არ დაიღლება და ბოლომდე იბრძოლებს ვაკის პარკის დასაცავად… თითოეული ადამიანის მოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის! ნუ დარჩები სახლში და ნუ გადააბარებ სხვას შენს ვალდებულებას – დაიცვა შენი და შენი შვილების სიცოცხლე”, — ნათქვამია პარტიზანული მებაღეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სასტუმროს დამფუძნებელი, გიორგი ზაქაიძე ვაკის პარკში მშენებლობის განახლებას ითხოვს, რაზეც მერია უარს ამბობს. 21 იანვარს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მის მოადგილეებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი ზაქაიძემ განაცხადა, რომ მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ არის და “ხელების გადაგრეხვაზე არიან გადასულები” .

იტვირთბა....