ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში დანის მუქარით ტელევიზორი გაიტაცეს – სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულები ზ.ჩ. და ბ.ლ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებისშეძენა-გასაღებისთვის და ძარცვისთვის ორჯერ ნასამართლევი ბ.ლ. და ქურდობისთვის ნასამართლევი ზ.ჩ. ქ.თბილისში, ა.ლ.-ს და ს.ლ.-ს საცხოვრებელ სახლში დანით თავს დაესხნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვეს, რის შემდეგ დაზარალებულებზე ფიზიკურად იძალადეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა.ლ.-ს კუთვნილ ტელევიზორს და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ბ.ლ.-მ და ზ.ჩ.-მ საგამოძიებო ორგანოს არ მისცეს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ნიმუშების აღების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იცნობდნენ სასამართლოს ამ განჩინების შინაარსს, რითიც სამართალდამცველებს განზრახ შეუშალეს ხელი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაში.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის მიერ ზ.ჩ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით  (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით) და სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლა), ხოლო ბ.ლ.-ს ბრალი წარედგინა 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, მე-3 ნაწილის “ბ” და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყონასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ანგამოძალვისათვის) და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ჩ. და ბ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ზ.ჩ-ს 10 წლით, ხოლო ბ.ლ.-ს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იტვირთბა....