ახალი ამბები მთავარი სამართალი

მურუსიძე: ჩემი გადაწყვეტილება, სულხან მოლაშვილის საქმეზე, აბსოლუტურად კანონიერი იყო

“მე რა გადაწყვეტილებაც მივიღე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი”, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელსულის, სულხან მოლაშვილისთვის შეფარდებულ პატიმრობაზე საუბრისას განაცხადა.

მურუსიძის თქმით, მისი გადაწყვეტილება მტკიცებულებებს ემყარებოდა.

“მიჭირს გარდაცვლილ ადამიანზე საუბარი… მე რა გადაწყვეტილებაც მივიღე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი, ეფუძნებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ყველა სტანდარტს ეფუძნებოდა, რაც საჭირო იყო”, – განაცხადა მურუსიძემ. მისივე თქმით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, ეს ახალი გარემოება იყო და მხარეს ერთი წელი ჰქონდა გასასაჩივრებლად, მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს საქმე თავიდან დაბრუნებულიყო სასამართლო განხილვაში და ახლა საუბარი მისთვის უფრო ადვილი იქნებოდა. “დღეს გულწრფელად მიმაჩნია, რომ მე გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონის შესაბამისად მივიღე”, – განაცხადა მოლაშვილმა “იმედის” ეთერში.

სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა.

საქართველოს მთავრობას კი სულხან მოლაშვილისთვის 3 თვის ვადაში 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და 1 წლის ვადაში საქმის გამოძიება დაევალა.

სულხან მოლაშვილი 2016 წელს გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....