fbpx
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცხინვალში სურსათისა და მედიკამენტების შეტანა ვერ ხერხდება” – ელისაშვილი

“სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია. .

მისი თქმით, ახალი წლის შემდეგ უხვი ნალექის გამო ჩაკეტილია როკის გვირაბი, რის შედეგადაც ვერ ხერხდება ცხინვალის ტერიტორიაზე სურსათისა და მედიკამენტების შეტანა.

ელისაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში უკვე ამოწურულია საკვებისა და მედიკამენტების მარაგი.

“სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენელი პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს კრიზისის მოგვარებაზე ცხინვალის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელონ.

„ცხინვალში, სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი უკვე დგას და სასურსათო და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არის ცხინვალი და ეს კატასტროფა შეიძლება დღე დღეზე იყოს. ბავშვთა საკვები არის გათავებული, მედიკამენტები თითქმის აღარ არის საავადმყოფოებში, მათ შორის სამშობიაროებშიც. მე მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს, რომ გამოვავლინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია, მათ შორის და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაიწყოს კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და ჩვენ გამოვძებნოთ რესურსები, რომ ჰუმანიტარული ტვირთი შევიტანოთ ჩვენი მხრიდან ცხინვალის რეგიონში,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სხვა ამბები

„ბებიათქვენმა დამიტოვა მემკვიდრეობით“ – ოქრუაშვილი ჟურნალისტს ხალვაშისთვის ნასესხებ თანხაზე

newsadmin

“ივანიშვილი რუსთავი 2-ს ვერ წაიღებს, გამორიცხულია” – ოქრუაშვილი

newsadmin

“ვშიშობ იპარება შიში, რომ დასავლეთმა მიგვატოვა და ბიძინამ იყიდა ყველა” – სამადაშვილი

newsadmin

“ხალვაშმა სჯობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ისინი ცდებოდნენ და დათანხმდეს საბჭოს შექმნას” – მშვენიერაძე

newsadmin

“ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ ინიციატივა ნაცებს ჰქონდეთ”

newsadmin

ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში სეფა გაშალეს და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება

newsadmin
იტვირთბა....