იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდებიან.
ისინი ომბუდსმენს იუსტიციის საბჭოსთან ერთად საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივას გააცნობენ.
„გავაცნობთ ჩვენს პროექტს, ჩვენს ხედვებს თუ როგორ უნდა გაიზარდოს სახალხო დამცველის როლი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც წარადგენს კანდიდატურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე ასარჩევად. საკონსულტაციო ჯგუფში, სახალხო დამცველის მიერ დანიშნული ორი წევრიც უნდა შედიოდეს,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.