ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს.

მათ დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი სპეციალურ მანიფესტს, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას ითხოვენ, ვინც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების ათკაციან სიას მხარი დაუჭირა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ შემადგენლობამ, რომელმაც მხარი დაუჭირეს გასული წლის დეკემბერში მოსამართლეების სიის ნომინირებას საქართველოს პარლამენტში  მათ უნდა დატოვონ თანამდებობები. მეორე- სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ ბატონმა მურუსიძემ და ბატონმა ჩინჩალაძემ, ვინაიდან ისინი არიან სიმბოლო მორჩილი მოსამართლეები, ასევე აუცილებელია,რ ომ პარლამენტმა ფართო დისკუსიებით დაიწყოს მსჯელობა კრიტერიუმებსა და პროცედურებზე და მეოთხე, ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ – სიის ნომინირება მოხდეს მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განახლდება,“-აცხადებს საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით,იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რჩება დაახლოებით 20 ისეთი მოსამართლე , რომლებიც ცნობილი არიან, როგორც ხელისუფლების ნების გამტარებელი პირები, გიგაურის თქმით, ისინი ხელისუფლებისადმი მორჩილებით 2012 წლამდეც იყვნენ ცნობილი, ახლა კი ეს პირები, გიგაურის განცხადებით, დიდი გავლენით სარგებლობენ.

„ეს ადამიანები უფრო მეტად არიან გაძლიერებული, მათ აქვთ უფრო მეტი ძალაუფლება და მათ შეუძლიათ მთელ პარლამენტს ინსტრუქციები მისცენ, ვინ აირჩიონ,როგორ აირჩიონ და საერთოდ რა გააკეთონ სასამართლოსთან მიმართებაში“-აცხადებს ეკა გიგაური.

აქციაზე იმყოფებიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ასევე ადვოკატები, აქტივისტები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები.

იტვირთბა....