aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ელისაშვილი: მერი ამბობს, რომ ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ხალხი საფრთხეში რომ ცხოვრობს, მისი პასუხისმგებლობის საქმე არაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თბილისის მერი ამბობს რომ ის არაფერ შუაშია”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი  კახა კალაძის განცხადების პასუხად წერს.

“თბილისის მერი ამბობს რომ ის არაფერ შუაშია. დიახ, თბილისის მერი ამბობს რომ თბილისში, ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ხალხი საფრთხეში რომ ცხოვრობს მისი პასუხისმგებლობის საქმე არაა ! აი, ამას ამბობს მერი ! იმასაც ამბობს რომ ზედამხედველობის სამსახურს ნორმალური უფლებები რომ არ აქვს და ღმერთმა უწყის რითი არიან დაკავებულები – ესეც მისი ბრალი არაა. კიდევ იმას ამბობს, რომ ქალაქში ურბანული ქაოსი რომ გრძელდება არც ამაზეა პასუხისმგებელი. სამაგიეროდ თბილისი საახალწლოდ ყველაზე განათებული ქალაქია. გიხაროდენ”, – წერს ელისაშვილი.

კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ.

მისი თქმით გარკვეული პირები დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობენ.

იტვირთბა....