ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1 ვირუსით 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
მედიკოსების თქმით, გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის სამსახურმა კლინიკაში პაციენტი 10 იანვარს შეიყვანა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. მათივე თქმით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამჟამად გრიპის ვირუსის დიაგნოზით კლინიკაში 26 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზე.