ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლიეტუას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მიუსამძიმრა

ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, ლიეტუველი ხალხის სახელით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისში, დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

„პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ლიეტუველი ხალხის სახელით მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თბილისში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამ ტრაგიკული შემთხვევის ფონზე, პრეზიდენტმა მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს სიძლიერე და სიმტკიცე უსურვა, ხოლო აფეთქების შედეგად დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება“, – ნათქვამია ლიეტუვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....