„მთელი ქალაქი ბომბზე ზის. ბუნებრივი აირის შეყვანა კორპუსებში სტანდარტების დაცვით არ ხდება. გაზის შეყვანა პლასტმასის მილებით არ შეიძლება. ასეთი მილები არის მხოლოდ ცხელი და ცივი წყლისთვის განკუთვნილი და არა გაზმომარაგებისთვის. დროთა განმავლობაში თუ გაზის წნევამ მოიმატა, მილები იბერება და შეიძლება გაზმა გაჟონოს. გაზი უნდა გადიოდეს ლითონის მილებში. პლასტმასის მილები იაფია და ამიტომ იყენებენ. ამას ქვეყანაში არავინ აკონტეროლებს. ასეთი ტრაგედიები შეიძლება ყოველთვის მოხდეს. ეკონომიკის სამინისტროში არის სამსახური , სულ თორმეტი ადამიანი მუშაობს, მაგრამ სპეციალისტი არცერთი არ არის. ფაქტობრივად ქვეყანაში განუკითხაობაა. რაც გუშინ დიდ დიღომში მოხდა მონაგონი იქნება. კორპუსების მშენებლობის პროცესშიც კი ხარისხის და მდგრადობის შემოწმება არ ხდება”.
ანზორ საკანდელია, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
პრაიმთაიმი