ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იაშვილის კლინიკაში დარჩენილ ბავშვს, აფეთქების შედეგად, ყურის აპკი დაუზიანდა

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად, დაზარალებულები რამდენიმე კლინიკაში გადაიყვანეს.

მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც იაშვილის კლინიკაში იყვნენ მოთავსებულები, გაწერეს.

ამ დროისთის იაშვილში მკურნალობას განაგრძობს მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელსაც გუშინ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

მედიკოსების განმარტების მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება 4 წლისა და 6 თვის ერთი პაციენტი. მას გუშინ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გუშინვე გამოვლინდა იყო დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, რაზეც გუშინვე მუშაობდნენ მედიკოსები. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია, თუმცა დაზიანებისა და სისხლის დანაკარგის გათვალისწინებით, ის კვირის ბოლმომდე გააგრძელებს კლინიკაში მკურნალობას. მას დამატების სჭირდება ყელ-ყირ-ცხვირის ექიმის აქტიური ჩარევა, რადგან აფეთქების შედეგად დაუზიანდა ყურის აპკი” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....