ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირი გაზქურაში დაგროვდა.

როგორც “მეტრონომს” ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს, გაზქურაში ბუნებრივი აირის დაგროვების შემდეგ, მამაკაცი ან გაკიდებული სიგარეტით მივიდა, ან იქ მოუკიდეა სიგარეტს, რის შედეგადაც მიიღო მცირე დაზიანება სახის არეში. კონკრეტულად კი შეეტრუსა წამწამები და წარბები.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც “მეტორნომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსისინ 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....