ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაერო კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს” – კვიციანი ლომჯარიას

“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უპასუხა.

კვიციანის განცხადებით სამშობლოს უსაფრთხოება უნდა დავიცვათ.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ემზარ კვიციანის ინიციატივა, მუსლიმი ქალებისთვის ბურქის და ნიქაბის ტარებასთან დაკავშირებით დისკრიმინაციულია.

„გაერო კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს, სადაც უსაფრთხოება უნდა დავიცვათ. დანარჩენს რაც შეეხება, ამ საკითხის განხილვისას მუსლიმები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებმაც თქვეს, რომ მათი კანონი არ არის, ქალებს დაფარული ჰქონდეთ სახე, მათ უნდა უჩანდეთ ხელის მტევნები და სახე“, – მიმართა ნინო ლომჯარიას.

შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას განცხადებით, საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში აღნიშნული აქსესუარების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დისკრიმინაციულად მიიჩნია.

იტვირთბა....