ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, ძლიერი ქარის გამო, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ორი ადამიანი ჩამოვარდა. ერთ-ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს წელის არეში დაზიანება ჰქონდა მიყენებული. ხოლო მეორე ადამიანი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, მას ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.
როგორც “მეტორნომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძება სისიხლის სამართლის კოდექსისი 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ბათუმში ამ დრომდე ძლიერი ქარია.