„მინდა, ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, გამგებლებს მივმართო – მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამაზე წლის დასაწყისშიც ვისაუბრეთ და ახლაც მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილოთ, არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ იქნება შემჩნეული რაიმე კორუფციის ნიშნები. ვიქნებით უმკაცრესები. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური ყურადღება სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ყურადღებით ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ჰქვია თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც უნდა წარვუდგინოთ მოსახლეობას. თუ ვინმეს რამე პრობლემა გააჩნია, მზად ვართ, დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, მაგრამ არა კორუფციისა და გადაცდომის სახით, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან მკაცრები“.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე