დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ საპატრიარქოს სურვილია, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ჯვრის მონასტრის საკითხი.
“საპატრიარქოს სურვილია, რომ მოხდეს შეთანხმება ჯვრის მონასტრის სასულიერო პირებსა და გარემოვაჭრეებს შორის და პრობლემა გადაწყდეს. საპატრიარქოს სურვილია, რაც შეიძლება მალე გაიხსნას ჯვრის მონასტერი”, – აცხადებს დეკანოზი.
შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტერი უკვე მეორე დღეა ჩაკეტილია. გარემოვაჭრეები ტაძრის გახსნას ითხოვენ. გარემოვაჭრეებს ტაძრის წინამძღოლთან სურთ შეხვედრა.
ცოტა ხნის წინ “ჯვრის მონასტრის საძმომ” ტაძრის დაკეტვაზე განცხადება გაავრცელა.

