ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

მაღალი ალბათობით ‘წილს’ ითხოვენ – ჯაფარიძე ჯვრის მონასტრის დაკეტვაზე

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ჯვრის მონასტრის დაკეტვას ეხმაურება.

“ჯვრის მონასტერზე:

ჯვარი არის ეკლესიის საკუთრება. უნდა დაკეტავენ, უნდა გააღებენ. პრობლემა ამაში არაა;

პრობლემა იმაშია რომ ჯვრის ‘ადმინისტრაცია’ არ აძლევს უფლებას ადამიანებს ივაჭრონ მიმდებარე ტერიტორიაზე;

მაღალი ალბათობით ‘წილს’ ითხოვენ;

სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რა ლოგიკით შეიძლება აკარგვინებდეს ქრისტეს ეკლესია გაჭირვებულ ადამიანებს ერთადერთ შემოსავლის წყაროს? ვაჭრობა სძაგს უფალს თუ ტურისტების ჩოჩქოლი?”, – წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტერი უკვე მეორე დღეა ჩაკეტილია. გარემოვაჭრეები ტაძრის გახსნას ითხოვენ. გარემოვაჭრეებს ტაძრის წინამძღოლთან სურთ შეხვედრა.

ცოტა ხნის წინ “ჯვრის მონასტრის საძმომ” ტაძრის დაკეტვაზე განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....