“მერსედესის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მიღებული ტრავმების შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარს გორის პოლიცია იკვლევს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 – ე მუხლის მე – 7 ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე