პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერები გრიგოლ და გია ვაშაძეები ნებისმიერ ხელისუფლებაში უნდა იყვნენ და მათი ინტელექტუალური რესურსის გამოყენება აუცილებელია.
“პოლიტიკაში ხდება, როდესაც ფიქრობ, რომ ახლა საჭიროა აქციების გაგრძელება. მე არ ვიყავი ასე ჩართული. რომ გამოვეკიდოთ, არ არის სწორი. გრიგოლ ვაშაძე ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკოსია, მერწმუნეთ. ვაშაძე არის კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი, რისი დეფიციტიცაა ქართულ რეალობაში. რა მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, ძალიან სულელები უნდა ვიყოთ ქართველები, რომ გრიგოლ და გიორგი ვაშაძეები მმართველ გუნდში არ იყვნენ. მაპატიეთ, ამ სიტყვებისთვის, მაგრამ იდიოტებს აქვთ ლაგამი ხელში”, – განაცხადა ჩარკვიანმა.
მისი თქმით, როდესაც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ “გაერთიანებული ოპოზიცია” უწყევტ აქციებს იწყებდა, როგორც ჩანს, იმ მომენტში ასე მიიჩნევდა საჭიროდ.
“იმ ეტაპზე, როდესაც დავით კირკიტაძეს იჭერენ და ამ დროს მთელი დამნაშავეები გარეთ არიან, შეიძლება გრიგოლ ვაშაძემ ჩათვალა, რომ იმ მომენტში საჭირო იყო პერმანენტული აქციები. შეიძლება მერე უცებ შეიცვალა და სხვა ფრონტზე გადაინაცვლა. სტრასბურგმა ოსეთის მხარის სარჩელი უგულვებელყო. რუსეთის ძალისხმევით ოსეთმა საქართველოს წინაშე სარჩელი შეიტანა, რომ საქართველომ ომი დაიწყო. საფუძველი ამ ყველაფრის იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადება. სტრასბურგმა ეს უგულებელყო. მე კიდევ ის მიკვირს, რომ საქართველოში მოიძებნებიან ქართველები, რომელთაც არ გაუხარდათ, რომ საქართველომ ომი დაიწყო. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ამ თემაზე “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” ბევრი იმუშავა. გრიგოლ ვაშაძე დადის უცხოეთში და საკუთარი ძალისხმევით ყველაფერს აკეთებს. ისიც ითქვა, რომ ამომრჩეველი რატომ არ მოვიდა ოპოზიციის აქციაზეო. იდიოტი უნდა იყო ეს რომ თქვა. 800 000-ზე მეტი ამომრჩეველი არ ნიშნავს, რომ აქციაზე მოვლენ. არის პასიური და არის აქტიური ამომრჩეველი. ხელისუფლება ყველაფერზე მიდის. ამასობაში კი, სამშობლოს “გვახევენ”.
საქართველოში რუსული კორუფციის მართვის თავზე მოხვევა მიდის. მეტი არაფერი აქ არ ხდება. 30 წელია უკვე ვიღაც ტიპები გვატყუებენ. საქართველოს მოსახლეობას ტენიან რუსულ კორუფციულ სქემას. ჩვენი პარტია შემოდის ურყევი ანტიკოროფციული გეგმით, თუ ეს არ გავაკეთეთ კანონი ვერ იმუშავებს. 4-5 კანონი იქნება თანმდევი. მაგალითად, საოკუპაციო კანონი დევს. აბა, ზასოხოვი და მეჩითოვი უნდა ბედავდნენ რუსთაველზე გამოჩენასა და ლაპარაკობს?! ძასოხოვმა თქვა, რომ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მერე რუსთაველზე ზურაბიშვილის ხმარდასაჭერად გამოგვეცხადა, ხალხოო! აბა, იქ რუსთაველზე თავმოყვარე ხალხი იდგა?!”, – განაცხადა ჩრკვიანმა.

