შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო იმ მოქალაქის განცხადებაზე, რომელმაც სოციალური ქსელით, ლგბტ თემის წინააღმდეგ, “სპეცდანიშნულების ჯგუფის” ჩამოყალიბება დააანონსა.
აღნიშნული პირი წერდა, რომ კურთხევა რუის-ურბნისის მიტროპოლიტ მეუფე იობისგან ჰქონდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს გამოძიება ა.ჯ.-ს მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებული პოსტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს.