საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო.
მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება გირაოც გააუქმა.
რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ასევე, ბრალდებამ გირაოს სახით მისი მამის კუთვნილი ბინის აღსრულებაში გადაცემა მოითხოვა.
ბრალდების მხარის განცხადებით, გუბერნიის ბალანსზე რიცხულ ძვირადღირებულ სპეცტექნიკას კირკიტაძე კანონდარღვევით, პირადი ინტერესებისთვისაც იყენებდა, კონკრეტულად კი მისი ძმის სასარგებლოდ.
მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით კირკიტაძეს პატიმრობა ისედაც შეფარდებული აქვს.
დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო დავით კირკიტაძის საქმეზე, ქვემო ქართლში მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხებობა.