ეს პროცესი, რაც ახლა გაცხადდა, მიმაჩნია, რომ არის ჯანსაღი, კარგი და მივესალმები, რომ ეს საერთო ხედვის ნაწილი გახდა. მიუხედავად იმისა, ამას ვინ ეთანხმებოდა, ვინ არ ეთანხმებოდა, მეორეხარისხოვნად მიმაჩნია, ვისი ბრალია, ვინ ვის დააბრალებს, ვინ ვის რას ეტყვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისთვის მნიშვნელოვანი არის და იყო, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. ამიტომ ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, მთავარია, რომ ამ ეტაპზე სია შეჩერდა, ეს სია ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. ეს სია ვერ იქნება განხილული იურიდიული კომიტეტის მიერ, ეს სია შეჩერდება და კანონში შეტანილი იქნება ცვლილებები
იტვირთბა....