ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა

სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქალს გრიპის ნიშნები კლინიკურად ჰქონდა, თუმცა გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის დასახელებამდე საჭიროა ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება.

გარდაცვლილს ერთი კვირის წინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ქალს საკეისრო კვეთა სამშობიარო კლინიკაში „ბაიები“ ჩაუტარდა. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მან კვლავ მიმართა სამშობიაროს, საიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გაწერეს.

„ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაიცვალა. მას ერთი კვირის წინ საკეისრო კვეთა კლინიკა „ბაიებში“ ჩაუტარდა. გაწერილი პაციენტი შემდეგ მიბრუნდა დამძიმებულ მდგომარეობაში, დაბალი ჰემოგლობინით და გამოკვლევებზე გამოუშვეს ღუდუშაურში. თუმცა, ძალიან მძიმედ იყო და სამწუხაროდ, შემოყვანიდან ძალიან მალე გარდაიცვალა. ჩვენს კლინიკაში არც იწვა, მიმღებში გარდაიცვალა“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

იტვირთბა....