aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელისაშვილი “ტამიფლუს” ფასზე – ბაზარი არა კვატი, ჩვეულებრივი ძარცვა-გლეჯაა ხალხის

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პრეპარატ “ტამიფლუს” ფასს ეხმაურება.

“მინისტრი სერგეენკო ეხვეწება ფარმაცევტულ კომპანიებს იქნებ ღორის გრიპის გამო უსინდისოდ გაძვირებული ტამიფლუს ცოტა ფასი დაუკლოთო. თითქოს საბაზრო ეკონომიკის პრინციპია – გაიზარდა მოთხოვნა და გაიზარდა ფასიც, მაგრამ განა ასე მუშაობს ყველაფერი ჩვენთან? “პეესპე-ს” მფლობელი ამხანაგი ოქრიაშვილი მეოთხედი საუკუნეა მოკალათებულია პარლამენტში და წლიდანწლამდე ათეულ მილიონობით სახელმწიფო ტენდერებს იგებს. წლების მანძილზე ფარმაცევტული მონოპოლიაც ჰქონდა. ანუ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე სულაც არ ჰქონია აგებული ბიზნესი. ახლა ხალხი რომ კვდება “ტამიფლუს” ცეცხლის ფასი დაადო ბატონმა ოქრიაშვილმა. რომ ჰკითხო საბაზრო ეკონომიკის ამბავია, სერგეენკოსაც რომ ჰკითხო მისი აზრითაც ბაზარმა გააძვირა პრეპარატი. ჰოდა, ბაზარი არა კვატი – ჩვეულებრივი ძარცვა-გლეჯაა ხალხის. თან გრიპით დაშინებული და დაავადებული ხალხის. ასე რომ სერგეენკო ჩვეულებრივად ფარისევლობს, ოქრიაშვილი კიდევ იმას აკეთებს რასაც ყოველთვის – ხალხს ატყავებს. გიხაროდენ !”, – წერს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტულ კომპანიებს თხოვა “ტამიფლუზე” ფასები დაეწიათ.

მამუკა ბახტაძის ინიციატივით კი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ექიმის დანიშნულების შემთხვევაშ, მოქალაქე “ტამიფლუს” უფასოდ მიიღებს.

იტვირთბა....