ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიპის ვირუსით ბათუმში კაცი გარდაიცვალა

ბათუმში გრიპის ვირუსის გართულებით 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ დაადასტურა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

„შემთხვევა დღეს დილით ბათუმის მედიცინის ცენტრში მოხდა, ლაბორატორიულად დადასტურებამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, ლაბორატორიულმა დასკვნამ დაადასტურა, რომ მამაკაცი ნამდვილად გრიპით გარდაიცვალა, თუმცა მას ჰქონდა სხვა რისკფაქტორებიც“, – განაცხადა  ზაალ მიქელაძემ.

აჭარაში მიმდინარე სეზონზე ეს გრიპით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.

იტვირთბა....