დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებათა მაჩვენებელი შემცირებულია 200 ერთეულით, თუმცა გაზრდილია ჰოსპიტლებში მიმართვიანობა.
„შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ვართ საშუალო გავრცელების მაჩვენებელზე. გასულ კვირას იყო შემცირება პიკის შემდეგ. სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 200 ერთეულით, თუმცა გაზრდილია მიმართვიანობა ჰოსპიტლებში. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს 13 გარდაცვალება. H1N1 გრიპის სიმპტომოკომლექსი, ადამიანს თუ აქვს აუცილებელია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა. მონიტორინგის შედეგად 500-მდე კვლევაში 270 შემთხვევაში არის გრიპის ვირუსი და აქედან 98% არის H1N1, ექვსი შემთხვევა გვაქვს H3N2.“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.