ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიპის ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა მცირდება – იაშვილის კლინიკის დირექტორი

იაშვილის კლინიკის დირექტორის,  ივანე ჩხაიძის განუცხადებით, გრიპის ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა მცირდება.

მისი განმარტებით, როგორც კვირების, ისე დღეების მაჩვენებლების მიხედვით, გრიპის ვირუსის შემთხვევების კლების ტენდენციაა, გრიპით ან გრიპისმაგვარი დაავადებით იაშვილის კლინიკაში 63 პაციენტი მკურნალობს.

„დეკებრის ბოლო კვირას იაშვილში ჯამური მომართვიანობა 483 პაციენტს შეადგენდა, იანვრის პირველ კვირაში ჯამური მომართვა 405 პაციენტი იყო. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირას 205, იანვრის პირველ კვირას 160 იყო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გართულება, რაც გრიპის ვირუსს ახასიათებს, არის ფილტვების ანთება. დეკემბრის ბოლო კვირას ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზებული იყო 32 პაციენტი, იანვრის პირველ კვირას – 20 პაციენტი. ყველა კომპონენტი, მომართვიანობა, ჰოსპიტალიზაცია, გართულებით მიმდინარე შემთხვევები იანვრის პირველ კვირაში ნაკლებია, ვიდრე იყო დეკემბრის ბოლო კვირაში. რაც შეეხება პაციენტების რაოდენობას, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მათი რიცხვი არ შეცვლილა, დღესაც მკურნალობს სამი პაციენტი. ამ სამიდან ორ პაციენტთან დადგენილია გრიპის შემთხვევა გართულებული ფილტვების ანთებით, ერთ პაციენტთან გრიპი მიმდინარეობს ფილტვების ანთების გარეშე. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ ორი მათგანი აღარ იქნება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ხოლო ერთი პაციენტი გააგრძელებს მკურნალობას ისევ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადების კლინიკური ნიშნებით იაშვილში წევს 63 პაციენტი, გუშინდელი მონაცემებით 72 პაციენტი იყო, ანუ ყოველდღიური დინამიკაც არ მიუთითებს შემთხვევების მატებაზე, პირიქით, როგორც კვირების, ისე დღეების მიხედვით, შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე იყო წინა კვირას ან წინა დღეებში.

გასულ წელთან შედარებით მონაცემები მკვეთრადაა გაზრდილი. გასულ წელს, ჩვენ A გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული არ გვქონია, მხოლოდ B გრიპის ორი შემთხვევა იყო. წელს A გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული უკვე 52 შემთხვევაა. H1N1 არის A გრიპის ვირუსის 99%-ში, სულ სამი პაციენტია, სადაც დადასტურდა H3N2“, – განაცხადა ჩხაიძემ.

იტვირთბა....