ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტივირუსული პრეპარატი “ტამიფლუ” გაიაფდა. “მეტრონომი” დაუკავშირდა სააფთიაქო ქსელების “ავერსისა” და “PSP-ს”-ს.
როგორც “ავერსში” აცხადებენ, პრეპარატი 4 ლარით გაიაფდა.
“ტამიფლუ ადრე 72 ლარი ღირდა და ახლა 68 ლარია. პრეპარატი 4 ლარით გაიაფდა და ახლა 68 ლარი ღირს”, – განუცხდა “მეტრონომს” “ავერსის” საზოგადეოაბსთან ურთიერთობი ხელმძღვანელმა ლალი ბერგვაძემ.
როგორც “PSP” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თორნიკე გურულმა, “მეტრონომთან” საუბარში აღნიშნა, “ტამიფლუზე” ფასი არც გაზრდილა და არც მომატებულა, რადგან მათ სააფთიაქო ქსელში პრეპარატი მუდმივად 68 ლარად იყიდებოდა.
“ჩვენ ქსელში სულ ღირდა 68 ლარი, წამლის თვითღირებულება 67 ლარი და რაღაც თეთრებია. ჩვენთან სულ ასე ღირდა. ჩვენ ქსელში არის ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასები და ამით ვამაყობთ” – განაცხადა ჩვენთან საუბარში თორნიკე გურულმა.

