ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ ვაპირებ თავი მოვიტყუო… ივანიშვილი მზად არის საკუთარი გუნდი გახლიჩოს”

თბილისის ყოფილმა მერმა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთკმა ლიდერმა გიგი უგულავამ, “პალიტრანიუსის” გადაცემნა “360 გარადუსში”, ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდა, ვიწროპარტიული ინტერესები გვერდზე გადადონ და სასამართლო სისტემის გადასარჩენად გაერთიანდნენ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის გადაცემული მოსამართლეთა სია პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შედგენილი.

„მე არ ვაპირებ თავი მოვიტყუო. ყველამ კარგად იცის უმრავლესობაშიც, უმცირესობაშიც, საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც ეს აინტერესებს, ყველამ ცალსახად იცის, რომ მოსამართლეების ეს სია არის დაწერილი და წარმოდგენილი პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ. მეტსაც გეტყვით, ეს იმდენად ბიძინა ივანიშვილის არის, რომ ეს ადამიანი მზად არის საკუთარი გუნდი გახლიჩოს. ბევრი უტიფარი და ჭორაობაზე ორიენტირებული განცხადება მოვისმინეთ: ვის რაში აინტერესებს ბესელიამ როდის რა იცოდა, ან რა თანამდებობას სთავაზობდნენ მას ზაფხულში? ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ხალხს მათი სკამების განაწილება არ აინტერესებს! ხალხს აინტერესებს ეს უვადო ბოროტება, ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა უვადოდ სასამართლოში. ეს მარტო ჩემი და თქვენი განსახილველი საკითხი არ არის! ეს მომავალი თაობის საკითხია. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები ინიშნებიან დღეიდან მინიმუმ პენსიამდე – დაახლოებით 20–30 წლით. ჩვენ შეიძლება პოლიტიკაში აღარ ვიყოთ, ბიძინა ივანიშვილის ხსენებაც აღარ იყოს, მაგრამ ეს ადამიანები შეგვრჩნენ, რომელთა რეპუტაცია არ ვარგოდა არც წინა ხელისუფლების დროს და არც ახლანდელი ხელისუფლების დროს. ბესელიას, ფოფხაძისა და დანარჩენების პრობლემა სწორედ ეგაა, რომ ვიწროპარტიული კუთხით უყურებენ ამ ყველაფერს. სასამართლოს თუ ვიწროპარტიული კუთხით შევხედავთ და მათ ადეიშვილის ჯალათებს დავუძახებთ, მაშინ მე მათ ივანიშვილის ჯალათებს დავუძახებ. უამრავ ფაქტს მოგიყვანთ, სადაც ამ მოსამართლეებს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული. ამიტომ, პარტიულ ჭრილში თუ დავრჩებით, გაიმარჯვებს მარტო ივანიშვილი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ პულტზე ხელის დამჭერ 76 დეპუტატს იპოვის“, – განაცხადა უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული რაოდენობის მხარდამჭრი დეპუტატი ივანიშვილს ეყოლება, რომლებიც მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარს დაუჭერენ.

„ზოგზოგიერთები ივანიშვილზე ხბოს ისეთი აღტაცებით საუბრობენ, რომ საკუთარი დედის წინააღმდეგ დააჭერინებს ხელს“, – დასძინა უგულავამ.

კითხვაზე, რომელ დეპუტატებს გულისხმობს კონკრეტულად, უგულავამ განაცხადა, რომ მათი სახელები არც იცის.

„მათი სახელი არის „ლეგიონ“, რადგან ეს არის უსახური მასა. სამწუხაროა, რომ პარლამენტის უმრავლესობის უმრავლესობა პულტზე თითის დამჭერი ადამიანებია“, – აღნიშნა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართული ოცნება დმეოკრატიული საქართველოს” პარტიის თავმჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საგანგებო განცხდაება გააკეთა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

იტვირთბა....