შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, 2018 წლის 11 თვეში რეგისტრირებული დანაშაული58%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წელთან შედარებით საქმის გახსნის მაჩვენებელი 20%-ით შემცირდა. კერძოდა, 2018 წლის 11 თვის განმავლობაში 53 637 დანაშაული აღრიცხეს და აქედან 18 467 გახსნეს.
2018 წლის პირველ 11 თვეში, საგრძნობლად გაიზარდა თითქმის ყველა ტიპის დანაშაული. მათ შორის 123.68%-ით – დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 61.76%-ით – დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ, 253.63%-ით – დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ.

