“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატუსს წერს.
“მმართველი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს შორეულ მომავალში დამარცხებასაც კი, „მარადისობას“ ელტვის და „თვითგანადგურებას“ აღწევს. მისი ოცნება ძალაუფლებით არსებობის კიდევ რამდენიმე წამით, წუთით, წლით გახანგრძლივებით იფარგლება.
მისთვის თავისუფალი სახიფათოა, მორჩილი სასურველია, პრინციპული უმადურია, პატიოსანი სუსტია, ცბიერი ჭკვიანია, ზნეობა ტვირთია, კანონი სურვილია, სიკეთე იყიდება, ადამიანი თოჯინაა, ცხოვრება შურისძიებაა.
ამიტომ, მას მართლა და გულწრფელად არ ესმის, თუ რას აშავებს, როდესაც „მურუსიძის“, „ფარცხალაძის“, „სალომეს“, „გუნდის“, „ხაზარაძის“ საქმეებს „აკეთებს“…”, – წერს უსუფაშვილი.

