ის რომ პარტიაში იყო შიდა დაპირისპირება, ეს ყველასთვის იყო ცნობილი, მაგრამ ის დამთავრდა ლოგიკური შედეგით, ყველა განსხვავებული აზრი პარტიაში ისჯება და დღეს ვხედავთ აი, ამ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და გამოთქვეს თავიანთი დამოკიდებულება იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც არ ემთხვეოდა ბიძინა ივანიშვილის აზრს. აი, ეს არის პირველი და რეალური შედეგი და ეს არის ასევე საჩვენებელი სხვებისათვის, რომ ყველა, ვინც გადადგამს ასეთ საწინააღმდეგო ნაბიჯს, ის იქნება დასჯილი. ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებაში“ არსებობს პარტიული დიქტატურა
რომან გოცირიძე