ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან, ინფექციურმა საავადმყოფომ 60-ზე მეტი პაციენტი მიიღო

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ინფექციურმა საავადმყოფომ დღემდე წითელას ინფექციით დაავადებული 60-ზე მეტი პაციენტი მიიღო.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ პირველ არხს განუცხადა, წითელათი ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის ასაკი 20-დან 40 წლამდეა.

„ამ ეტაპზე, წითელას მომეტებული რაოდენობაა. მხოლოდ ჩვენი სტაციონარი იღებს წითელათი ინფიცირებულებს, ამისთვის ორი განყოფილება ფუნქციონირებს და შესაბამისად, გრიპით ინფიცირებულთა მიღება მეტ-ნაკლებად შეზღუდული გვაქვს. პირველი იანვრიდან დღემდე წითელათი 60 პაციენტზე მეტი მივიღეთ. პრევალირებს 20-40 წლამდე ასაკი, თუმცა არიან ბავშვებიც და მოზრდილებიც“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

იტვირთბა....