კახეთში, ალაზნის სარწყავ არხში ავტომობილი გადავარდა, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 62 წლის მამაკაცი.
გარდაცვლილი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალიაურში ცხოვრობდა, სახლიდან მიწის ნაკვეთში ჩალის მოსაჭრელად იყო წასული, ოჯახმა მისი გაუჩინარების შესახებ 112-ს შეატყობინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.