ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამყრელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩემს რძალს ვირუსთან ერთად მძიმე დაავადება ჰქონდა, აბსურდია” – იმედაძე

22 წლის გარდაცვლილი გოგონას, დედამთილი, კომპოზიტორი მანანა იმედაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის-ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!!ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!!!!!” – წერს მანანა იმედაძე.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 22 წლის ქალის გრიპით გარდაცვალების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე და გარდაცვლილს ვირუსთან ერთად ქონდა საკმაოდ მძიმე დაავადება.

იტვირთბა....