გრიპის ვირუსის გავრცელების გამო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 იანვრიდან დაგეგმილი ფინალური გამოცდები 21 იანვრამდე გადაიდო.
როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ახალი საგამოცდო ცხრილი სტუდენტებს უახლოეს დღეებში აესახებათ.
გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სკოლებში და ბაღებშიც.